ადვოკატთა ასოციაციის მიმართვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

28 ოქტომბერი 2019

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ადვოკატთა მიმართ განხორციელებული არამართლზომიერი მოქმედებების რამოდენიმე ფაქტი.

კერძოდ, ა/წლის ოქტომბერში, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ადვოკატ ნიკოლოზ მჟავანაძის მიმართ მუქარისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით.

აღნიშნულიდან რამდენიმე დღეში, საპატრულო ეკიპაჟის თანამშრომელთა მიერ მოხდა ადვოკატ ვასილ მამულაშვილის დაკავება მისი ოჯახის წევრების თანდასწრებით, როდესაც ის ცდილობდა დაცვის უფლების განხორციელებას ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევის საქმეზე, რაც თავისთავად კანონშეუსაბამო ქმედებაა და ასევე, წარმოადგენს ადვოკატის საქმიანობის ხელის შეშლას. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ინციდენტში ასევე, მონაწილეობდნენ სამოქალაქო ფორმაში მყოფი პირები, რომლებიც სავარაუდოდ იყვნენ  სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები.

მივმართავთ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, პირად კონტროლზე აიყვანოს აღნიშნული საქმეები, რათა შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ უზრუნველყოფილ იქნას საპატრულო პოლიციის ზოგიერთი თანამშრომლის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტების სრულყოფილი, დროული შესწავლა და სათანადო რეაგირება.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი